img

მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა ბელიაშვილზე #1

ბელიაშვილის #145

5-სართულიანი მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობა, რომლის პირველი ორი სართული მოიცავს კომერციულ ფართს, მესამე და მეოთხე სართულზე განთავსებულია საოფისე ფართები, ხოლო მეხუთე სართულზე საოფისე ფართები და ტერასა. ობიექტს აქვს თანამედროვე დიზაინი და უზრუნველყოფილია გათბობა-გაგრილების სისტემით, თანამედროვე ლიფტებით, ინდივიდუალური სველი წერტილებითა და სახანძრო სიგნალიზაციით. ასევე აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ვიდეოკამერებით, რაც მნიშვნელოვნად ზრდის უსაფრთხოების ხარისხს(დაცულობას). 

საოფისე ოთახების მინიმალური ფართია 50კვ.მ. ხოლო მაქსიმალური - 100კვ.მ. კვადრატული მეტრის ღირებულებაა $10-12.

ობიექტს აქვს როგორც გარე, ასევე შიდა, მიწისქვეშა პარკინგი.