შპს "ჰობ დეველოპმენტ"-ი ს/კ 402010658 საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე 2006 წლიდან მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მომხმარებელთა დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება თანამედროვე არქიტექტურის და დიზაინის მქონე კომფორტული მრავალფუნქციური ადმინისტრაციული შენობების აშენება და მისი იჯარით სხვა კომპანიებისათვის გადაცემაა.
რაც შეეხება კომპანიის მთავარ მიზანს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართველი ბიზნესმენებისა და უცხოელი ინვესტორებისათვის კომფორტული საქმიანი გარემოს შექმნა და მათი ბიზნესის ხელშეწყობა.
დღეისათვის კომპანია ფლობს 2 თანამედროვე სტანდარტების მქონე საოფისე შენობას.
რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ გვსურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი სავაჭრო პავილიონებისა და მცირე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების განთავსება. ასევე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის, პარკირების გადაჭრა მრავალსართულიანი მიწისქვეშა ავტოპარკინგის აშენების გზით.