img

HOB გთავაზობთ

HOB გთავაზობთ თანამედროვე, კომფორტულ და ხელმისაწვდომ სასაწყობე და საოფისე ფართებს, რომლებიც უზრუნველყოფილია გათბობა/გაგრილების სისტემებით, თანამედროვე ლიფტებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით და სახანძრო სიგნალიზაციით. ყველა ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ვიდეო-კამერებით, რომელიც ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. ჩვენს ყველა საწყობს აგრეთვე აქვს სატვირთო ავტომობილებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი.

 ჩვენი ობიექტები განთავსებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ადგილმდებარეობა პრიორიტეტულია იმით, რომ ადვილად მისადგომია ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან და ამასთანავე ნაკლებად არის გადატვირთული საცობებით, რაც ამცირებს ტრანსპორტირების დროს ობიექტამდე და ობიექტიდან. 

 თბილისის გადატვირთული პარკინგებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს კლიენტების ავტომობილებისთვის კომფორტული პარკირების ზონების შექმნა, შესაბამისად ჩვენს ყველა ობიექტს ინდივიდუალური პარკირების ადგილი აქვს გამოყოფილი. 

 

ჩვენ შესახებ

შპს "ჰობ დეველოპმენტ"-ი ს/კ 402010658  საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე  2006 წლიდან მოქმედი ქართული კომპანიაა, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მომხმარებელთა დიდი ნდობა და პატივისცემა დაიმსახურა. ჩვენი კომპანიის ძირითადი მიმართულება გახლავთ თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის კომფორტული მრავალფუნქციური ადმინისტრაციული  შენობების  აგება და  იჯარით სხვა კომპანიებისათვის გადაცემაა.

რაც შეეხება კომპანიის მთავარ მიზანს, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ქართველი ბიზნესმენებისა და უცხოელი ინვესტორებისათვის კომფორტული საქმიანი გარემოს შექმნა და მათი ბიზნესის ხელშეწყობა.

დღეისათვის კომპანია ფლობს 2 თანამედროვე სტანდარტების მქონე საოფისე შენობას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩვენ გვსურს მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მსუბუქი სავაჭრო პავილიონებისა და მცირე სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების განთავსება. ასევე თბილისში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემის- პარკირების გადაჭრა მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოპარკინგის აშენების გზით.

HOB უპირატესობები

ჩვენს მომსახურებაში შედის ასევე ობიექტების მოვლა:

ჩვენს ყველა ობიექტს იცავს დაცვის სამსახური, რომელიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავს ჩვენი ობიექტების უსაფრთხოებაზე

ჩვენი კომპანია საკუთარ თავზე იღებს იჯარით გაცემული ფართების სისუფთავეზე ზრუნვას

ელენერგიის მოწოდების შეჩერების შემთხვევაში ჩვენ უზრუნველვყოფთ  უწყვეტი ელექტროენერგიის მომარაგებას.

 

img