HOB გთავაზობთ
HOB გთავაზობთ თანამედროვე, კომფორტულ და ხელმისაწვდომ სასაწყობე და საოფისე ფართებს, რომლებიც უზრუნველყოფილია გათბობა/გაგრილების სისტემებით, თანამედროვე ლიფტებით, ინდივიდუალური სველი წერტილებით და სახანძრო სიგნალიზაციით. ყველა ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე, მაღალი ხარისხის ვიდეო-კამერებით, რომელიც ზრდის უსაფრთხოების ხარისხს. ჩვენს ყველა საწყობს აგრეთვე აქვს სატვირთო ავტომობილებისთვის ადაპტირებული ავტოსადგომი.
ჩვენი ობიექტები განთავსებულია მტკვრის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ადგილმდებარეობა პრიორიტეტულია იმით, რომ ადვილად მისადგომია ქალაქის თითქმის ყველა წერტილიდან და ამასთანავე ნაკლებად არის გადატვირთული საცობებით, რაც ამცირებს ტრანსპორტირების დროს ობიექტამდე და ობიექტიდან.
თბილისის გადატვირთული პარკინგებიდან გამომდინარე, კომპანიისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს კლიენტების ავტომობილებისთვის კომფორტული პარკირების ზონების შექმნა, შესაბამისად ჩვენს ყველა ობიექტს ინდივიდუალური პარკირების ადგილი აქვს გამოყოფილი.